Dominion Townhouses

Dominion არის 25 თაუნჰაუსისგან შემდგარი თვითკმარი საცხოვრებელი კომპლექსი, შექმნილი მშვიდი, კომფორტული, ხარისხიანი ცხოვრებისთვის.
თითოეულ თაუნჰაუსს აქვს იზოლირებული პარკინგი პირველ სართულზე და 30 კვ.მ გამწვანებული პრივატული ეზო, რაც ქმნის კერძო სახლის განცდას ქალაქის პირობებში.

საცხოვრებელი თაუნჰაუსები ბათუმში

დომინიონი მდებარეობს მთის ძირის ქუჩაზე. გამწვანებულ მაღლობზე, იზოლირებულ მშვიდ ლოკაციაზე რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 3 წუთის სავალზეა და რაც ყველაზე მთავარია საცობების გარეშე უკავშირდება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალს “შარტავას ქუჩას”.

დომინიონი ეს არის ცხოვრების სტილი, დამქანცველი საცობების გარეშე, გარანტირებული საპარკინგე ადგილით, რომელიც თქვენი სახლის პირველ სართულზე გელოდებათ. ქალაქის ცენტრიდან 3 წუთის სავალზე.

მთავარი უპირატესობები

დომინიონი განთავსებულია 4000 კვ.მ-ზე რომელიც მოიცავს საცურაო აუზს, საბავშვო სათამაშო ზონას და დასვენების სივრცეებს ვერანდებით. ეს საერთო სივრცეები ქმნის სოციალური ურთიერთობის ბუნებრივ გარემოს, თუმცა ინარჩუნებს თითოეული მაცხოვრებლის პირად სივრცეს. კომპლექსი მოიცავს მხოლოდ 25 სახლს, რაც უზრუნველყოფს კამერულ, მეგობრულ და მაღალკულტურულ სამეზობლოს. აქ ყალიბდება საზოგადოება, სადაც ფასდება პრივატულობა, ურთიერთპატივისცემა და ცხოვრების ხარისხი.

Dominion მდებარეობს პერსპექტიულ უბანში, რომელიც შეტანილია ქალაქის გენერალურ განვითარების გეგმაში. ეს ფაქტორი ქმნის უძრავი ქონების ღირებულების სტაბილური ზრდის წინაპირობას გრძელვადიან პერსპექტივაში.